ტრენინგები და საკონსულტაციო მომსახურება
- ალიანსის ორგანიზებით, წევრებს საშუალება აქვთ დაესწრონ მათ საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებს, სემინარებს და მასტერკლასებს, რომლებსაც ატარებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.
- ალიანსი კავშირებს ამყარებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ცენტრებთან და ინტერესებული წევრების საინტერესო და მათი საქმიანობისთვის მნიშვნელოვან სასწავლო კურსებში უფასოდ ან შეღავათიან ფასად ჩართვის მიზნით;
- წევრებს შესაძლებლობა აქვთ გახდნენ სოციალური მეწარმეობის თემაზე ალიანსის ან პარტნიორი ორგნიზაციების მიერ ორგანიზებული სასწავლო ვიზიტების მონაწილეები;
- წევრებისთვის ხელმისაწვდომია საკონსულტაციო მომსახურების მიღება ინდივიდუალური პროექტის განაცხადის წერისას. კომუნიკაციაში დახმარება შესაძლებელი იქნება წინასწარ შეთანხმებული გეგმით (დრო და სიხშირე);
- წევრებს შესაძლებლობა აქვთ საკონსულტაციო მომსახურება მიიღონ სოციალური საწარმოს რესურსების მობილიზების გეგმის და სტრატეგიების შემუშავებაში. საკონსულტაციო მომსახურების მიღება შესაძლებელა წინასწარ შეთანხმებული გეგმით (დრო და სიხშირე);
- ალიანსი ეხმარება წევრებს პოტენციური დონორების მოძიებაში.