საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


კვლევები

სოციალური მეწარმეობის მიმართულებით არსებული კვლევები

  • სოციალურ საწარმოებსა და ტრადიციულ ბიზნესებს შორის თანამშრომლობის მოდელები

აღნიშნული კვლევა მომზადებულია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში და მასში ჩართული ორგანიზაციები იყვნენ: სოციალურ საწარმოთა ალიანსი, Social Entrepreneurship Association of Latvia და Ukrainian Social Academy.

კვლევაში საქართველოში, ლატვიასა და უკრაინაში არსებულმა სოციალურმა საწარმოებმა და ტრადიციული ბიზნესის წარმომადგენლებმა იმონაწილევეს.

კვლევა ხელმისაწვდომია ბმულზე (დააჭირეთ აქ)

  • გზამკვლევი სოციალური საწარმოებისა და არასამეწარმეო იურიდიული პირებისათვის

გზამკვლევი მომზადებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დაკვეთით, სოციალურ საწარმოთა ალიანსთან თანამშრომლობითა და არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) ფინანსური მხარდაჭერით, ლევან ფანიაშვილისა და დავით თივიშვილის მიერ.

გზამკვლევი განკუთვნილია, როგორც სოციალური მეწარმეობის განმახორციელებელი სუბიექტებისთვის, ისე არასამეწარმეო იურიდიული პირებისთვის. გზამკვლევი მოიცავს, კერძო სამართლის იურიდიული პირების სამართლებრივი მართვის, ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშებისა და საგადასახადო ადმინისტრირების საკითხებს.

კვლევე ხელმისაწვდომია ბმულზე (დააჭირეთ აქ).

  • სოციალური მეწარმეობა, სოციალური საწარმოები და მათი ეკოსისტემა

კვლევა მომზადებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დაკვეთით, სოციალურ საწარმოთა ალიანსთან თანამშრომლობით და არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) ფინანსური მხარდაჭერით, ეკატერინე დანელიას, მარიამ ლაცაბიძისა და ნინო სამსონიძის მიერ.

კვლევა მოიცავს სოციალური მეწარმეობისა და მისი განვითარების ტენდენციების ევროპულ პრაქტიკებს.

კვლევა ხელმისაწვდომია ბმულზე (დააჭირე აქ).

  • სოციალური მეწარმეობა საქართველოში

კვლევა მომზადებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დაკვეთით, სოციალურ საწარმოთა ალიანსთან თანამშრომლობით და არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) ფინანსური მხარდაჭერით, ეკა დათუაშვილის მიერ.

კვლევაში შესწავლილია საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების არსებული მდგომარეობა და სამოქმედო გარემოს ანალიზი.

კვლევა ხელმისაწვდომია ბმულზე (დააჭირეთ აქ).

  •  სოციალური მეწარმეობის განვითარების ტენდენციები საქართველოში და მისი გავლენა ინოვაციური ბიზნესის გადაწყვეტილებებზე

კვლევა შესრულებულია ახალგაზრდა მკვლევარი გიგა ჩიტიშვილის მიერ.

ნაშრომში განხილულია სოციალური მეწარმეობის განვითარების ისტორიულ-ეკონომიკური საფუძვლები და ის ნაბიჯები, რომლებიც მეოცე საუკუნის მიწურულს ამ კონცეფციის განვითრების მიმართულებით გადაიდგა მთელს მსოფლიოში. ასევე, მიმოხილულია განსხვავებული თეორიული და მეთოდოლოგიური მიდგომები ევროპული და ამერიკული მოდელების შედარების საფუძველზე. სოციალური მეწარმეობის უცხოური პრაქტიკების გაზიარებასთან ერთად, ნაშრომში გაანალიზებულია საქართველოში არსებული პრაქტიკა.

კვლევა ხელმისაწვდომია ბმულზე (დააჭირეთ აქ). 

  • სოციალური მეწარმეობის პრაქტიკა და გამოწვევები საქართველოში

"საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი" - მომზადდა დამოუკიდებელი მკვლევარის, ირაკლი მხეიძის მიერ 2017 წელს. ქ. თბილისი.

დოკუმენტის მიზანია შეისწავლოს საქართველოში სოციალური მეწარმეობის საკანონმდებლო საფუძვლები, სამოქმედო გარემო, მხარდამჭერი სისტემა და ძირითადი მაჩვენებლები, მოახდინოს პრობლემების იდენტიფიცირება და შეიმუშავოს რეკომენდაციები აღნიშნულ პრობლემათა აღმოფხვრის მიზნით.

კვლევა ხელმისაწვდომია ბმულზე (დააჭირეთ აქ).

  • საერთაშორისო გამოცდილება სახელმწიფოს მხრიდან სოციალური საწარმოების განვითარების მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ

"საქართველოს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი" - მომზადდა დამოუკიდებელი მკვლევარის, ანდრეა სპიტალზსკის მიერ, 2016 წელი, ქ. თბილისი.

კვლევის მიზანია - სახელმწიფოს მხრიდან სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი მექანიზმების წარმოდგენა შვიდი ქვეყნის მაგალითზე (ავსტრალია, კანადა, იტალია, ლიტვა, პოლონეთი, სლოვენია და დიდი ბრიტანეთი), რაც შესაძლოა დაეხმაროს საქართველოს მთავრობას შექმნას მორგებული მხარდაჭერის მეთოდები, ქვეყნის თავისებურებების გათვალისწინებით. 

კვლევა ხელმისაწვდომია ბმულზე (დააჭირეთ აქ).

  • სოციალური საწარმოების საბაზისო ვალდებულებები სურსათის უვნებლობის სფეროში

მომზადდა და გამოიცა "საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის" მიერ 2016 წელს, ქ. თბილისი.

კვლევის მიზანია გაზარდოს სოციალური მეწარმეების ცნობიერება სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რეგულაციებისა და იმ ახალი საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ, რომლებიც 2013 წლის შემდეგ, საქართველოს ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად ამოქმედდა.

კვლევა ხელმისაწვდომია ბმულზე (დააჭირეთ აქ).

  • საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოში – განვითარების დინამიკა და ტენდენციები

მომზადდა და გამოიცა "საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის" მიერ 2010 წელს, ქ. თბილისი.

კვლევის მიზანია ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობისა და განვითარების მდგომარეობის სურათის ასახვა და სხვადასხვა (მათ შორის რეგიონების მიხედვით) თვალსაზრისით გაანალიზება.

კვლევა ხელმისაწვდომია ბმულზე (დააჭირეთ აქ).

  • სოციალური მეწარმეობა – საერთაშორისო გამოცდილება ათი ქვეყნის მაგალითზე

მომზადდა და გამოიცა "საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის" მიერ 2010 წელს, ქ. თბილისი.

კვლევა ხელმისაწვდომია ბმულზე (დააჭირეთ აქ).

  • სოციალური მეწარმეობის რეგულირება საქართველოს კანონმდებლობაში

მომზადდა და გამოიცა "საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის" მიერ 2010 წელს, ქ. თბილისი. 

კვლევის ავტორები: ლევან ფანიაშვილი, შოთა მურღულია.

კვლევა ხელმისაწვდომია ბმულზე (დააჭირეთ აქ).