ევროპის ფონდი იწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, სოციალური მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში, გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსის მიზანი
საგრანტო კონკურსის მიზანია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ფინანსური მდგრადობის მიზნით, მხარი დაუჭიროს ახალი სოციალური საწარმოების ჩამოყალიბებასა და არსებული სოციალური საწარმოების განვითარებას.
დაფინანსება
სოციალური საწარმოს ჩამოყალიბებით, ან არსებული სოციალური საწარმოს გაუმჯობესებით დაინტერესებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი პროექტის საერთო ბიუჯეტიმ არ უნდა აღემატებოდეს 25,000 ლარს.
შერჩევის კრიტერიუმები
- პროექტის შესაბამისობა კონკურსის მიზნებთან, ამოცანებთან და პირობებთან;
- განმცხადებელი ორგანიზაციისა და პროექტის განმახორციელებელი გუნდის შესაბამისი გამოცდილება და კვალიფიკაცია;
- ორგანიზაციის პოტენციალი განახორციელოს საქმიანობა გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთარი მისიის მისაღწევად;
- კომერციულად ეფექტური და განხორციელებადი ბიზნესმოდელის არსებობა;
- სოციალური მეწარმეობის სფეროში საქმიანობის გამოცდილება (ეს პუნქტი ეხება მხოლოდ იმ განმცხადებლებს, რომლებიც არსებული სოციაური საწარმოს გაუმჯობესებას ითავლისწინებს).
განაცხადის წარდგენის პროცედურები
განმცხადებელმა, ევროპის ფონდის საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინოს არაუგვიანეს 2020 წლის 2 მარტის 17:00სააისა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: lberdzuli@epfound.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ.